თავი32.
გიგო ვახტანგთან წავიდა ისე ქონდა გული ამღვრეული, მხოლოდ ვახტანგთან შეეძლო მოეყოლა ის სევდა და ტკივილი, რაც ამ ღამით ნინაგან იგრძნობ .საშინლად განიცადა, ის თუ ასე გასწირავდა,არ ეგონა .ნინა ცხოვრებას ისევ ლადოს თვალებით უყურებდა .გული დაეწვა იმაზე ,რომ ვერ შესძლო ნინას
გულიდან განდევნა ლადოს აჩრდილი. ვახტანგმა ბოლომდე მოუსმინა მეგობარს და დინჯად უთხრა.
--იცი მე ვიცოდი ,რომ ნინა საოცრად კარგი ქალი იყო ,მაგრამ ასეთი თავდაჯერებული და ამაყიც თუ იყო, არ მეგო. თუ დავუფიქრდებით მართალია ნინა , მას არ უნდა საკუთარი ბედნიერებას ბავშვების სიცოცხლე ანაცვალოს ,ამიტომაც ურჩევნია ცხოვრებას განუდგეს და თავისთვის სიმშვიდეში იცხოვროს. უბედური ქალი ყოფილა ნინა, ყველაფერზე უარი თქვა ,რომ არავის არაფერი დაუშავდეს . მე ვეთაყვანები ამ ქალბატონის სიმშვიდეს, სიამაყეს და დიდ ტკივილს ,რომელსაც ლამაზი ღიმილის ქვეშ მალავს. არ ვიცი გიგო რამდენად შეძლებ ამ ქალის დარწმუნებას ,რომ ის შენი ქალი, შენი სუნთქვა და მომავალია, მაგრამ ერთს ვიტყვი რა კარგი შვილი ყოლია ,ლილემ კარგად განუმარტა დედას და ჩაახედა იმ ცხოვრებაში,რომელსაც ებღაუჭება.
აჩვენა ცხოვრება ,რომ მშვენიერია ,რომ ამ ქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს დაკავებული და ან მოპოვებული ,ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ,ხალხი იმას იტყვის, რაც უნდა ,ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობს ,დედა იმაში დაარწმუნოს, რომ მასაც აქვს ბედნიერების უფლება .მან ბოლომდე უთხრა, რომ მხოლოდ შენთან აქვს მომავალი და ბედნიერება .მოითმინე გიგო მინდა , ბედნიერი იყო ,რათა წარსულ ცხოვრებას გვერდი აუარო და მისგან არაფერი დასტოვო.გიგო იდგა და თავს სიმწრით იკავებდა, რომ არ ატირებულიიყო.
ქორწილის დღეც მოვიდა ვახტანგის და გიგოს ორგანიზებული ქორწილი მართლაც საოცრად ზღაპრული და მდიდრული იყო. ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მიშო და სოფო ქართული ლეგენდების გმირებს ჰგავდნენ და საოცრად ლამაზები იყვნენ. ეს იყო გემოვნებიანი ქართული ტრადიციული ქორწილი. ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ვახტანგი და მანო,მიშა და ელენე სტუმრებს დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ,გიგო ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი მოკრძალებული და თავმდაბალი ღიმილით იღებდა მოლოცვებს
შემოსასვლელში ლილე გამოჩნდა ულამაზესი იყო .თეთრი ვარდების თაიგული ხელში ეჭირადა მეფე - პატარძლის მაგიდისკენ გაემართა. მან თვალი მოატარა დარბაზს, გიგო დაინახა და ხელი დაუქნია. გიგოს ლილეს დანახვა წამლად ექცა, მხრებში გასწორდა და მისკენ გაემართე. ლილე ძალზე თბილად ჩაეხუტა გიგოს და მასთან ერთად მეფე- დედოფლის მაგიდასთან მივიდა.
-- გილოცავთ ჩემო ლამაზებო. გილოცავთ ამ დიდ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, დაგლოცავთ მრავალჟამიერ.ამ ქორწილზე შენი დის ამპლუაში ვდგევარ იცოდე მიშო, ყოველთვის ძმასავით დალოცვილი მყავდე.ჩემო სოფო მინდა, რომ დათ მიგულო მინდა, რომ ყოველთვის იცოდა ლილე აბაშიძე შენი მოკეთე და შენი ერთგული დაა.- თეთრი ლამაზი ვარდები სოფოს გადასცა .პატარაა ხელჩანთიდან წითელი ბარხატის ყუთი ამოიღო და გაუწოდა.- ეს დედას საჩუქარია აპატიეთ თავად ვერ მოვიდა .მაგრამ დედაშვილურად გლოცავთ.ლილემ მიშოს შეხედა ,მიშოს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.-
--გმადლობ ლილე ჩემო პატარა დაო,თქვენ დეიდა ნინა და შენ ჩემი ოჯახი ხართ დიდი ხანია. გიგო იდგა ჩუმათ ,თავდახრილი და ფიქრობდა ,რომ კარგი შვილები გაზარდეს ორივემ მაგრამ სიყვარული შორს დარჩა ორივეს.-- მამა მიყვარხარ იცოდე და შენს გვერდით გვიგულე,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ თქვენ ბედნიერები იყოთ. არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის.თქვენც ხო გვაქვს ბედნიერების უფლება, იმ ხალხთან ვინც გვიყვართ და აფასებთ. წადი ,ნინა ცუდად ყოფილა, წადი დაენახე და აგრძნობინე, რომ ის არასდროს მარტო აღარ იქნება. დე გაგიბრაზდეს, გაგიწყდეს გეჩხუბობს მერე რა სიყვარულს ხომ ჩვევია წვიმიანი და ცუდი ამინდები? .-მიშოს თვალები ცრემლებით ჰქონდა .სავსე.
--ნუთუ შენც ასე ფიქრობ ჩემო ლამაზო ჭიამაია? .-შეხედა ლილეს გიგომ.
--რატომაც არა, ჭიამაიაც ასეთი ფიქრობს, ჭიამაიასაც უნდა ბედნიერი იყოს, მიშოზე ნაკლები რით ვარ მეც მიყვარს ჩემი დედა.- გაეღიმა ლილეს და გიგოს მხარზე მიეხუტა.- ბედნიერმა გიგომ ვახტანგისკენ გაიხედა. ვახტანგი მიხვდა იქ რაღაც ხდებოდა, მისი მეგობრის თვალებში ბედნიერება ბრწყინავდა. მისკენ გაემართა.
-- როგორც ვატყობ ჩემო გიგო , შვილები უფრო საღად აზროვნებენ. და ბატონი მიშასი არ იყოს ამ სიბერაში დანაშაული არ ჩამადენინოთ და ქალი არ გამატაცებიო ისეთ მივუვალ ადგილას თვითმფრინავითაც, რომ ვერ მოგვაგონ.ლილეს გაეცინა და ვახტანგს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
--მიყვარხართ ბიძია ვახტანგ ძალზე კარგი ვაჟკაცი ხართ . ასაკიან მამაკაცებში უფრო მეტი სითბო, მეტის სიყვარული, მეგობრობა და ხალისი დევს მგონია .თქვენ უკეთ იცით რა არის ცხოვრება ,ცდილობთ თავზე არავის არაფერი მოახვიოთ, რადგან ახალგაზრდებს ცხოვრების არჩევანის უფლებას გვაძლევთ, მაგრამ გააჩნია ამას ვინ როგორ ვიგებთ .მე გავიგე, რომ დედა და გიგო ბიძია ბედნიერებას იმსახურებენ,რადგან ცხოვრება გრძელდება .
--დიახ ჩემო ლილე ცხოვრება გრძელდება.გმადლობ გვერდში დგომისთვის, ჩემო ლამაზო დაიკო. ჩაილაპარაკა მიშომ და გულზე ხელი მიიდო,რითაც ლილეს აგრძნობინა, რომ ლილე გულით უყვარდა.
Ქორწილი Საოცრად მხიარული და ბედნიერი გამოვიდა ახალგაზრდები და მოწეულის სტუმრები კარგად გაერთნენ.გიგო შესცქეროდა ბედნიერ ხალხს და ფიქრობდა -ღმერთო როგორ მიყვარხარ შვილო, ბედნიერი ვარ შენი ბედნიერებით ვახტანგი ,ბედნიერი ვარ რომ ეს სიხარული გამოგვივიდა .გული გამითბო თქვენმა თანადგომამ და გულწრფელმა სურვილმა ნინასთან ვიყო ბედნიერი.მაგრამ ვიცი ეს ყველაფერი ილუზიაა ნინა არ ფიქრობს ასე,ის ამ საზოგადოების მონაა და არა წევრი. გაფიქრებაც არ მინდა იმისა ,რომ ერთ დღეს ავდგები და წავალ, წავალ უმისამართოდ,რადგან ამ ქვეყანაზე ადგილი არ აღმოჩნდა ჩემთვის .მე ერთხელ დავაშავე . მიუხედავად ჩემი დიდი გრძნობისა და მონდომებისა საყვარელმა ქალმა მაინც არ მაპატია .ალბათ მან უკეთ იცის ,რისი ღირსია გიგო არაბული.დიახ არ მაპატია ,ანდა რას საპატიებელი ვარ ცხოვრებისეულ გამოცდას ვერ გავუძლებელი და სიყვარულს ვერ გავუფრთხილდი.გიგო ჩუმრად გამოვიდა დარბაზიდან ,
--როგორ მინდოდა მიშო ესპანეთში წასულიყო მე კი აქ დავრჩენილიყავ და ჩემი სიყვარულისთვის მებრძოლა, მაგრამ ვხვდები დავმარცხდი,დღეს ნინას მოუსვლელობამ მაგრძნობინა ,რომ დავმარცხდი.ესპანეთში მე წავალ და იქ დავამთავრებ ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებს ,სიყვარულის გარეშე. მანქანასთან მივიდა ვერ გეტყოდათ სად მიდიოდა,რაღაც ცუდი წინთაგრძნობა ეუბნეოდა აქედან უნდა წასულიყო, გულის,ჰქონდა დამძიმებული და აფორიაქებული. მანქანა დაქოქა და წავიდა ,ქალაქში ბევრი იბორიალა , ბოლოს ნინას კორპუსს მიადგა.როგორ მოვიდა აქამდე ეხლაც არ ახსოვს ინსტიქტმა მოიყვანა ალბათ. გაეღიმა ,აზრი არ ჰქონდა აქ მოსვლას. ნინას ,რომ მისი ნახვა ნდომებოდა ქორწილში მოვიდოდა. მან თავის ბოლო სიტყვა რესტორანში თქვა და აგრძნობინა, რომ ყველაფერი დამთავრდა ახლა შეეძლო წასულიყო მადრიდში და არასდროს მოეკითხა ნინა .უკან გამობრუნება დააპირა მაგრამ იგრძნო საშინელმა წინათგრძნობა შეუტოკა გული.ეგონა ახლა გული გაუჩერდებოდა და მოკვდებოდა თუ ნინას არ ნახავდა.იცოდა ნინა არ მიიღებდა მაგრამ გადაწყვიტა მაინც ენახა ბოლოჯერ. ბევრი ყოყმანის მერე მანქანიდან გადმოსვლა დააპირა. უეცრად დაინახა კორპუსიდან სპორტულ ტანსაცმელში,ჩაცმული ბიჭი გამოვარდა ,რომელსაც ქუდი ჰქონდა წამოფარებული.შედგა მანქანას დააკვირდა და უკან შებრუნდა.გიგოს გაუკვირდა მისი საქციელი და ინსტიქტურად მანქანიდან გადმოვიდა , კორპუსისკენ სირბილით გაიქცა და კიბეები სწრაფად აირბინა.საშინელი გაზის სუნი იგრძნო . უეცრად ზევიდან მომავალი ბიჭი დაეტაკა და კიბეები გიჟურად ჩაირბინა. გიგომ მიხვდა , რაღაც ხდებოდა და ნინას კარებს ეცა. გაზის საშინელი სუნი ნინას კარებიდან გამოდიოდა. მიხვდა, რომ ნინას თავს,რაღაც დიდი უბედურება იყო და სასწრაფოდ 112 დარეკა. თვითონ კი მეზობლის კარზე ატეხა ბრახუნი კარები სწრაფად გაიღო. და ოთახიდან მოხუცი კაცი გამოვიდა.
--ოთახიდან გაზის სუნია თქვენგან თუ შეიძლება გადასვლა ან ქვემოდან. .--კითხა აკანკალებულმა გიგომ
--დიახ შეიძლება მაგრამ თქვენ როგორ გადახვალთ იკითხა შეშინებულმა კაცმა.
--მიმიშვით შევეცდები,იქნებ დარეკოთ ,რომ ხაზი გადაკეტონ.
ამასობაში მთელი კორპუსის მცხოვრებლები გარეთ გამოვიდნენ.
--გადით გარეთ კორპუსს მოსცილდით სხვებიც გააფრთხილეთ-დაუყვირა გიგომ ხალხს და ოთახში შევარდა. მეზობლის აივნიდან ნინას ოთახის
აივნამდე კარგა მოშორებით იყო, მაგრამ გიგოს ამაზე არ უფიქრია, აივნის მიმართულებით გადახტა და მოაჯირს ჩამოეკიდა .ტანი აიტანა და აივანზე ავიდა დაბლიდან სასწრაფოს და დამხმარე ეკიპაჟის მანქანების ხმაური გაისმა. გიგომ კარების დიდი შუშა შეამტვრია და ოთახში შევარდა.
ოთახში საშინელი გაზის სუნი იდგა იგრძნო მასაც თავბრუ ეხვეოდა და სუნთქვა უჭირდა კარებისკენ გაიქცა და კარები გააღო,შემდეგ ძირს დაცემულ ნინას მივარდა ,რომელიც სისხლში ცურავდა გიგომ ნინას ხელი დაავლო და კიბეებზე დაეშვა.ვერაფერს გრძნობდა გარდა იმისა ,სადაცაა წაიქცეოდა . იგრძნო, წინ შეეფეთნენ და ნინა ჩამოართვეს. ამის მეტი, არაფერი ახსოვს გრძნობა დაკარგა.
გაგრძელება იქნება
თამარელა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1