ყველა ემიგრანტს...!!! ვუსურვებ
ჯანმრთელობას, გამძლეობას, ამტანობას და თავიანთ სამშობლოში, თავიაანთ ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას.... უფალი გფარავდეთ უცხო მიწაზე.....!!!
" უფალო ცოტა ხანს მაცალე სიცოცხლე,
ჯერ კიდევ რამდენი არ მითქვამს ბოლომდე
,რა ტანჯვაც გავლიე, განა რას ვიცოცხლებ
,მაშინებს დღე და ღამ ტკივილთან ვბრძოლობდე.
გზად ნუ შემიწყვეტავ ფიქრებს და იმედებს,
მელანს ნუ დამიშრობ, საწერი ბევრი მაქვს,
მე არ გეურჩები შენ თუ არ ინებებ,
თუ გასახარელი აღარაფერი მაქვს,
მაღირსე შვილებთან ჩასვლა და დანახვა,
ამ უცხო მიწაზე მე ვეღარ ვჩერდები,
ვნატრობ და ვლოცულობ, სამშობლო მანახა,
მერე კი სიკვდილზეც უსიტყვოდ გნებდები