ტკივილის ატანა - დამღუპველი შეცდომა, რომელსაც ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი უშვებს. ნებისმიერი სახის მდგომარეობა, რომელსაც თან ტკივილი ახლავს, ანად...
.ყველაზე მეტად გულს ის ადამიანები გტკენენ, ვინც ძალიან გიყვარს, ტკივილი ნელ-ნელა გროვდება გულში და ყინულივით ცივი ხდება, მერე უკვირთ, რატომ გახდა გულცივიო....
....გულის სიღრმეში კი ისევ ის ხარ თბილი, ერთგული და ყურადღებიანი...
...მერე გული ვერ უძლებს ყინვას და სიცივეს, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და ერთ მშვენიერ დღეს დაღლილი და დამსხვრეული ყველასგან მიდის. მერე უკვირთ: რატომ განერიდაო ცხოვრებას.
....ნუ ატკენთ ძვირფას ადამიანს გულს, თუ კი გრძნობთ რომ ის ძვირფასი და ახლობელია თქვენთვის. თქვენ მასში სიცოცხლეს კლავთ.
საკუთარ თავზე ვიღიმი ზოგჯერ,
ზოგჯერ ძალიან ვბრაზობ,
ზოგჯერ ჩემივე ტკივილს ვივიწყებ-
სხვის ტკივილებზე ვდარდობ.ზოგჯერ ბავშვობას ვეღარ ვიმეტებ,
ზოგჯერ დიდივით ვქალობ,
ზოგჯერ საკუთარ გულთან ვკამათობ,
რომ აღარ დავრჩე მარტო.ზოგჯერ სიცრუეს ისე ვიჯერებ
მერე სათქმელი მახრჩობს,
ზოგჯერ მცირესაც ისე ვიბევრებ-
სხვისას არასდროს ვნატრობ.ზოგჯერ ისა ვარ ვინც გაიმეტეს,
ვინც წამოდგომას სწავლობ,
ზოგჯერ მზეს ხელით ისე ვეხები-
- არ მეწვის მეთქი ვამბობ.ზოგჯერ უბრალოდ ისე ვწვიმდები,
მიზეზს ვერაფრით ვამბობ,
ზოგჯერ სულ ერთი....ერთი სიტყვაც კი
სულის სიღრმემდე მათბობს.ზოგჯერ ზღვა ვარ და ვეღარ ვმშვიდდები-
სითბო მამშვიდებს მარტო,
ზოგჯერ უბრალოდ ის გცილდები,
რომ დაბრუნებას ვნატრობ.....
....................................