სამშობლო ჩემთვის დღესაც დარდია,
ფიქრი ოხერი ისევ მეწვია...
მე სადიდგორედ მზრდიდა გადია,
შენ კი აკვანი უნდა გერწია.
ხმალზე მარჯვენა ბევრჯერ წამიცდა,
როცა ერეკლეს ძახილს ვისმენდი.
ჩემს არაგველებს ვახლდი კრწანისთან,
იქ ვენაცვალე მამულს ღვთის ნებით.
მე მომკლეს, მაგრამ ისევ ავდექი,
შემომაღამდა, მაგრამ გავთენდი...
მე სადიდგორედ მზრდიდა ალგეთი,
შენ კი აკვანთან ღამეს ათევდი...
მე ცოტნეს სისხლი მიდუღს ამ გულში,
შენ თამარი ხარ, თეკლა, მარიამ...
არ გავახარებ მტერს ჩემს მამულში,
არც არასოდეს გაუხარია!
ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ვისაც რამდენი შეგიძლიათ.ბარბარე დავითაშვილი 3წელია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა საავადმყოფოში..სავარაუდოდ მას აქვს სპინალური ატროფია...გამოიჩინეთ გულისხმიერება უმორჩილესად გთხოვთ..საქართველოს ბანკი: კოდი: BAGAGE22 მიმღები: თამარ გოგოლაძე ანგარიშის ნომერი:GE65BG0000000311125200
ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ...
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.
/შოთა ნიშნიანიძე/