"ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები.
მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:
- როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო?.. - ჰკითხა მამამ შვილს.
- ძალიან მომეწონა, მამა - უპასუხა შვილმა.
- ხომ ნახე , თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები?.. -ჰკითხა მამამ.
- კი,მამი.რა თქმა უნდა -უპასუხა შვილმა - კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან?.. - იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად.
შვილმა უპასუხა : ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი ან მეტი.