მალე ჩამობარდნის მთებზე,შუაღამე მოვა სანტა,
შენი ოცნებები ჭრელი,ყველა ასრულდება ნახავ.
ისევ მოირთვება ქუჩა,გრილიანდებით და სახლთან,
მარხილს თუ მოჰკარი თვალი-მეკვლეს შეეგებე კართან...
სთხოვე ღვთის წყალობა ჩვენსას,წმინდა მარიამის კალთა,
ისევ სიკეთე და ირგვლივ მხოლოდ სიყვარულის თავსხმა...
********************************************************************
მალე ჩამობარდნის მთებზე,შუაღამე მოვა სანტა...
/დიკა სალაყაია/
ყველას გისურვებთ ოცნებების ასრულებას ჩემო მეგობრებო. გჯეროდეთ ერთ დღეს თქვენი ოცნებაც ასრულდება და სასწაულსაც იხილავთ...ასეთი წელი ყოფილიყოს ყველასთვის დამდეგი 2016 წელი...
**************************************************************************************
ახალი წლის მოლოდინში აირივნენ ფიქრები,
მოსვენება დაუკარგავთ ფიქრებს, როგორც ფიფქები,
მოირბინეს წუთიერად, სად არ იყვნენ.. სად არა,
ახალი წლის მოლოდინს ხომ ოცნებები თან ახლავს....