გაუშვი, წავიდეს, ვისაც არ უნდიხარ!
წამით არ იფიქრო შენს თავზე ცუდი ხარ!
რადგანაც წასვლა სურს, რად გინდა ბორკილი,
თუკი არ გნატრობს და თუკი არ სწყურიხარ!
მშვიდობით იაროს არჩეულ ბილიკზე,
იქნება მიხვდეს და ერთ დღსაც გინატროს.
სიმშვიდის მალამო წაისვი ტკივილზე,-
ვისაც არ სჭირდები,-კეთილად იაროს!
ოღონდაც ფიქრები აკრძალე უთუოდ,
საგზლებად ჩაუწყვე ის გულისწყვეტები...
შენ კიდევ იცხოვრებ ლურჯ ცის ქვეშ უღრუბლოდ,
შენს თვალებს არ მოხვდეს სევდების წვეთები...
გაუშვი, წავიდეს...მშვიდად და სიწყნარით.
აღგავე სულიდან რაც იყო მანამდე.
ნაკვალევს გაუსვი სინათლის ფერები,-
შენს თავს დაუბრუნდი ოღონდაც გაცლამდე...
წასვლამდე მიიღე რაც გულით გაეცი,-
მერე კი მშვიდობით, სადაც სურს იაროს!