ლიკო, ჩემო ლიკო, 2 წელი გავიდა უშენოდ,2 გაუსაძლისი წელი.წახვედი და დაგვტოვე ძნელი წარმოსადგენია,რომ ცრემლიან მონატრებად იქეცი. შენ იმდენ სიკეთეს ასხივებდი, რომ შენს გვერდით ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. შენი გურწფელი გულით უზარმაზარ სიყვარულს დაატარებდი და ამ სიყვარულს ყველას უნაწილებდი, ძნელია უშენობას შევეგუოთ ლიკო,მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. მაქვს დიდი ტკივილი,მონატრება. უშენობის სევდას ვერაფერი მოერევა. ლიკო ძალიან ძნელია,რომ შენზე წარსულ დროში ვილაპარაკო,წახვედი და დაგვიტოვე შენი სპეტაკი და კეთილი სახელი და პატარა მარიამი.. მე ისღა დამრჩენია,მოვეფერო შენს ნათელ სულს,შენს საფლავთან მუხლმოდრეკილმა დავანთო სანთელი და ღმერთს შევევედრო- ნათელში ამყოფოს შენი უკვდავი და ლამაზი სული.