რადიარდ კიპლინგი
( თარგმნა მურმან ლებანიძემ)
თუ...
თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი, -
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;
თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შ
უზრდელი ლექსი
* * *
შიშველ ტრაკს და სახეს
-- ნიღბით,
მირჩევნია -- პირიქით,
სად ხარ, ვინ ხარ
გონის მიღმით,
თევზიც გინდა -- ქვირითიც.
ერთი -- აცვეს, ბევრი
-- დასვეს,
ზოგიც, თავად ჩაბარდა,
მაშუქარი ქალით სავსე
მახსოვს კაბა-ხაბარდა.
ჩოხა ვიცი, სატევარიც,
კაციც -- ციხის ამკლები,
ვიცი -- კაცის ნახევარი,
-- ნახევარზე ნაკლებიც.
ჭაჭაჩამკვდარ
გლეხის თათებს
ვეძებ მიწით -- ზეცამდე,
უშვილძირო ღამეს ვათევ,
გზებს რომ უნდა ვკეცავდე.
სადღაც, რაღაც აღარ
მიშვებს
ჩამოშლილი ბილიკით,
სახეს -- ნიღბით და ტრაკს
-- შიშველს
მირჩევნია -- პირიქით...
საშა გველესიანი