ლამაზ ქალს ლამაზად უნდა ეფერო, ვარდები მიუძღვნა გულით, გულის ფიცარზე უნდა გეწეროს მისი სიწმინდე სულის. მკერდში ჩაკრული უნდა ატარო, არ ავნოს ზამთრის ყინვამ, უნდა გინდოდეს მისთვის სამყარო სუფთა, ლამაზი, წმინდა. ლამაზ ქალს გული უნდა მიუძღვნა ბედნიერებით ათრო, რომ არ იაროს გულდაკოდილმა ამ ქვეყანაზე მარტომ. ლამაზ ქალს ლექსი უნდა მიუძღვნა რომ გაიღიმოს ხშირად, ლამაზ ქალს სითბო უნდა აჩუქო, რომ ჩაეძინოს მშვიდად. ლამაზ ქალს ისე უნდა მოექცე, რომ შეგიყვაროს გულით, რადგან ქალია სამყაროს დედა, ღირსია სიყვარულის.
Qali mamakacis neknidan ishva... Ara fexidan, rom ar yofiliyo gatelili! Ara tavidan, rom ar yofiliyo kacze agmatebuli! Aramed gverdidan, rom kacs yoveltvis gverdshi yavdes! Xelis qveshidan, rom d
ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას, დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს, დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს, ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს. ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს, გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ, ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე, თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ. ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს, ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ, ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს. ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ, თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს, ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ, ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.. ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ, სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის, თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმ