წადი და ნუ დარჩები შენზე სუსტ მამაკაცთან , ის შენ დაგადანაშაულებს თავისი თავის სისუსტესა და წარუმატებლობაში! საბოლოოდ შენ გახდები მიზეზი ,მისი აზრით ყოველივე უბედურების!
ეძებე შენზე ძლიერი კაცი , ოღონდ არა ახვარი! ძლიერი! ის ყოველთვის გაპატიებს,შეგინდობს,მოგეფერება,დარჩება შენი ერთგული და დაგიფარავს ცუდი და ბოროტი ხალხისაგან,თან ისე , რომ ვერც მიხვდები თუ ოდესმე იყავი საფრთხის წინაშე!
ძლიერი მამაკაცი არ იწუწუნებს ქალთან და არასოდეს არ იტირებს თავისი პრობლემების შესახებ,ის ჩუმად მოაგვარებს ყველაფერს, კაცურად!
საერთოდ რა არის კაცი და ქალი? ! რა განსხვავებაა მათ შორის?
უამრავი, ხოლო მთავარი კი ორი რამ :
ქალი არის - სითბო და სიყვარული !
კაცი - ძალა და იმედი !
ნუცა შანშიაშვილი