რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს... რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა ერთისთვის შენ ხარ სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან ჩემო ს ი ც ო ც ხ ლ ე.....:
შენთვის არასდროს მითქვამს თუ როგორ მიყვარხარ...როგორ მავსებ და როგორ მახარებ მიწიდან ცამდე. შენთვის არასდროს მითქვამს, რას ნიშნავ ჩემთვის. რაოდენ მინდა რომ დარჩე ჩემში. არასდროს წახვიდე ჩემგან, არც მე გამიშვა შენგან არასოდეს. შენ ჩემი სინათლე ხარ... დაღლილ სულს მიმხნევებ. გულში მიკრავ, საკუთარ ტკივილთან ერთად. შენ არ მომეცი უფლება მიმეტოვებინა საკუთარი თავი...და არც შენ მიგიტოვებივარ არასოდეს. შენ ყველა იმედი დამიახლოვე. შენ ძალახარ, ჩემი სიცოცხლის. ჩემს ძარღვებში, გამავალი სისხლი ხარ. ჩემი ეკლიანი ბილიკის, ჭეშმარიტი დასასრული ხარ. ჩემი მწარე გვირგვინის, ტკბილი დასასრული ხარ. გთხოვ, გულში ჩამიკარი...არასოდეს წახვიდე ჩემგან და არც მე მომცე წასვლის უფლება...