განა არ მწყენია. ბევრჯერ... ტკივილიც გაუსაძლისი მიგრძვნია, მაგრამ ადამიანი მეტად შემიფასებია, ვიდრე საკუთარი სიბრაზე. ჰოდა, გულისთქმას, ნაბიჯებს, უფრო მეტს, ვიდრე წყენას გავყოლილვარ და არასდროს მინანია. ვინანებდი დაკარგვას, უმადურობას და დაუნახაობას... სიჯიუტე მაშინ არის გამართლებული, როცა ჯიუტად უარს იტყვი შენს სიჯიუტეზე და ღმერთსაც გამოადგები და ადამიანსაც... ზამთარი მოდის, მზე თანდათან ძალას კარგავს, მაგრამ არ მეშინია... გვერდით მყოფი მზეზე მეტია და ყოველთვის გაგათბობს, თუ შეამჩნიე... თუ ვერ ხედავ, მზე მაონც გაანათებს, ოღონდ მას, ვისაც დანახვა შეუძლია... დანახვა ბურუსში...
ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. ადამიანის შეცვლის მცდელობა არასოდეს მუშაობს. ჰაბარდის გამონათქვამიც ადასტურებს, რომ ” მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.” თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ.
ჩვენი ცხოვრება უცნაურია... არავინ იცის ხვალ-ზეგ რა გველის, ჩვენი ცხოვრება რთული წიგნია... წიგნი... რომელსაც არ აქვს სარჩევი. კითხულობ... ხვდები რომ ამაოა.... ბოლოში გასვლა არ ჩანს ადვილი... ჩვენი ცხოვრება ასე რთულია... ასე რთული... და თითქოს ადვილიც. ვის გაუმართლებს კამათელივით... ზოგს კი ჯოკერის კარტიც ეცემა... აი ზოგი კი მუხლზე დაცემით... ღმერთს ევედრება ბედნიერებას. მაგრამ ამაოდ... ეს ხომ ბედია, ზოგჯერ კი ალბად საბედისწეროდ... რასაც ღმერთები ზეცაში სწერენ... მიწაზე მხოლოდ როლებს ვთამაშობთ. ცხოვრების მადლი გაეცი ყველას... კაცი თუ ცოცხლობს გარკვეულ დროით... ნუ დაამადლებ ბედნიერებას!!