ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ! მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ... ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი, აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი! ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე, ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე... გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე, სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
მგელი სნეული მაინც მგელია, თუნდაც არ ქონდეს ძალა დგომისა. გულია მისი შეუდრეკელი, არ ეშინია სისხლის, ომისა. სევდას გაუმხელს ის მხოლოდ მთვარეს, ისაა მისი მუდამ მეგზური, მგელი მგელის ტყავს არასდროს დახევს, გული აქვს მტკიცე, მიდგომა ძმური. ცოცხალი თავით არ დანებდება, სიკვდილი უჯობს მწარე ტყვეობას, თუნდაც ხედავდეს განწირულია, ის არ დაკარგავს სულის მხნეობას. არავის არ სცნობს თავის ბატონად, არ იბადება მგლის ლეკვი მხდალი, მას ხომ ვერაფრით ვერ მოისყიდი, ბუნებით არის თავისუფალი,,,, მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი, ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა, ჩემი კანონი მუდამ კანონობს, ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა. როცა ზამთარში ფარას ვეწვევი, თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად, მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ, ჩემი ბ