როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,
შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,
იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,
ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ
ერთხელაც მინდა იმ წვიმამ იწვიმოს დარდით სავსე ყველა ადამიანის ტკივილს,რომ გადაშლის.....
ერთხელაც მინდა ყველა ის კარი შეიღოს რომლის მიღმაც დიდი ლოდინებია....
ერთხელაც მინდა ყველა ის სურვილები აცხადდეს დეკემბრის ბოლო დღეს,რომ ინატრებენ ხოლმე....
ერთხელაც მინდა ყველა მიტოვებული სოფლის სახლში გაიღოს ფანჯრები....
ერთხელაც მინდა ენგურს გადაღმა რომელიმე ტაძარში საქართველოს ავუნთო სანთელი....
ერთხელაც მინდა ისეთი მზე ამოვიდეს,ყველაზე,ყველაააააზე გაყინულ გულსაც,რომ იპოვის და სიყვარულს მოანდომებს....
ერთხელაც მინდა ისეთი დღე გათენდეს,რომ უბრალოდ გაქრეს....დედამიწიდან გადაშენდეს ტკივილი.დარდი,წუხილი და დარჩეს ღიმილი:-)