დროს ვერ იყიდი... ************************** დროს ვერ იყიდი, ვერ შეცვლი და ვერ დააბრუნებ, გამოიყენე ისე, როგორც შენ გულს სწადია, საკუთარ თავზე ყურადღებას ნუ მოადუნებ, მალე მიხვდები გულს ბზარები რატომ ატყვია. როცა სიკეთეს გიფასებენ, ქვაზე დადებულს, როცა უფსკრულზე მაშველ ხიდად გაგედებიან, ყველა ოცნებას ფრთა ესხმება, კოშკად აგებულს, ხშირად კი, ზოგი სიკეთის აზრს ვერც კი ხვდებიან. ნუ შეეცდები ვინმეს შეცვლას, ეს ამაოა, ეცადე, თავად შეიცვალო ყველას წინაშე. თუ სიყვარული აბსურდია, ან სადაოა, ნუ გაუღრმავებ გულის კედლებს ტკივილს მინაშენს. შენ ძლიერი ხარ, ვიდრე მუხლზე არ დაეცემი, მაგრამ გახსოვდეს! წამოდგომაც უნდა ეცადო, სასოწარკვეთას პირველ ცდაზე ნუ მიეცემი, დასავიწყებლად ღვინო-არაყს არ დაეძალო. სიმ
რომ შემეძლოს.......
***************
რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება,
შენგან ალბათ, არასოდეს წავიდოდი,
მწამს, შენს გვერდით ყველა ნატვრა ასრულდება
და უშიშრად
ბეწვის ხიდზე გავიდოდი.
რომ შემეძლოს, ზღვის ნაპირას, როგორც მაშინ,
გულში ჩაკრულს მოგანდობდი ყველა გრძნობას,
ჩვენ სიყვარულს საუკუნეც ვერ გადაშლის,
ეფუძვნება ერთმანეთის ურყევ ნდობას.
რომ შემეძლოს მოგიქსოვდი სულის ბადეს,
დაელოდე, ტალღა ჩემ გულს გამორიყავს,
ჩაიხუტე, მოგიყვება სევდა-დარდებს,
მონატრებას სიგიჟემდე როგორ მიჰყავს.
ჩემს მაგივრად მთვარე მოვა ნაცნობ ადგილს,
მოუყევი, თუ განიცდი სიმარტოვეს,
ჩემზე ფიქრი არასოდეს თუ არა გღლის,
დაპირდი, რომ არასოდეს მიმატოვებ.
მარინა ყიფიანი
03.09.2023
ბევრს არას ვითხოვ...
****************
მუჭში ვაგროვებ გაფითრებულ წარსულის წუთებს,
ქარი მიფანტავს ძირს მოფენილ სულის ნამსხვრევებს,
ბნელი ქუჩების საოცარი სიჩუმე სუფევს,
ჩემ სამშობლოზე უსასრულო ფიქრი მამხნევებს.
მთვარე შევნიშნე, ღრუბლებიდან მიმზერდა ჩუმად,
თითქოს რაღაცას მანიშნებდა, მაიმედებდა,
დედამიწაზე წუთიერად მოვსულვართ სტუმრად,
არცერთი წუთი დასაკარგად არ მემეტება.
ფეხარეული მივყვებოდი ქუჩის ნაპირებს,
მხრებით გარდასულ წელთა მძიმე ბოღჩა მიმქონდა,
"მე სხვის მიწაზე დიდ ხანს ყოფნას აღარ ვაპირებ,"-
გავიფიქრე და თვალზე ცრემლი ჩამომიგორდა.
ო, ღმერთო ჩემო განა რამდენს გაუძლებს გული,
უცხო მიწაზე ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი,
ბევრს არას ვითხოვ, დამისრულე აღმართი რთული,
ჩემ სამშობლოში გამითენე დილა ნა
როგორ ვიმართლოთ შვილებთან თავი...
*********
მიწის ქვეშ გმინავს გმირთა საძვალე,
დედებს თვალთ ცრემლი არ შეშრობიათ,
ჩვენივე მოძმე დუმილს გვაძალებს,
მტრად შემოსული მოძმე ჰგონიათ.
ცა დაუბნელდათ შინდისის გმირებს,
ანწუხელიძე ძვლებში ამტვრიეს,
შემოუნახა სამშობლო შვილებს,
ჩვენ კი ტალახში ამოვათრიეთ.
დუღს გულისპირი ქართული მიწის,
მამა-პაპათა სისხლით მორწყული,
უცრემლოდ ლექსის დაწერა მიჭირს,
გული მაქვს უკვე ასჯერ მოკლული.
რამ დაგვიბნელა თვალები ასე,
რამ გაგვაქვავა, რამ დაგვამუნჯა.
მტერი ბალღამის ფიალას ავსებს,
სამშობლო ღალატს ვერ გადაურჩა.
შადიმანები ფერხულს მართავენ,
დედები საზღვრებს გარეთ მიდიან,
თავისუფლებას კარს უკეტავენ,
მონობისათვის სინდისს ჰყიდიან.
ოსმალ-მონღოლმა რაც ვერ წაგვართვა,
ჯალალედ
შენი საქართველო უკან მოიტოვე უკვე...
***********
როგორ არ მინდოდა, ჩემ გზას დადგომოდი შვილო,
ალბათ ამ ცხოვრებამ აღარ დაგიტოვა სხვა გზა.
წინ რა გელოდება, ამას განვიცდი და ვშიშობ,
გულს ამოვიგლეჯ და სითბოდ გაიყოლე, საგზლად.
გზას დაგილოცავ და უფალს შევავედრებ შენს თავს,
დედის მონატრება შენც ხომ ტანჯვად გექცა უკვე,
ეს ის თვალებია, მუდამ სიკეთეს რომ თესავს,
შენი საქართველო უკან მოიტოვე უკვე.
უკან მოიტოვე ყველა, ვინც გიყვარს და გათბობს
და კვლავ დაადექი რთულ გზას, ერთხელ უკვე გავლილს,
შენი გამოხედვა, შენი თბილი სიტყვა მათბობს,
ხშირად დაურეკე დედას, შენი გულის ნაწილს.
ხშირად დაურეკე, ხშირად მოიკითხე ვინაც,
შენ ზარს სიყვარულით, ალბათ მოუთმენლად ელის,
ვისაც გულის გულში თბილი მიუჩინე ბინაც,
ვისაც