ლექსებს ვეღარა ვწერ სადა ხარ გამოჩნდი
უშენოდ ცხოვრება მძულს და მეზარება
ვერ ავხსნი ვერ გეტყვი არ ვიცი რა მომდის
უაზრო ბაასი შენთან "მევასება"!
ცხოვრებამ გამისწრო მოვხუცდი ჩამოვრჩი
სიტყვები ნათქვამი ზოგჯერ მეხამება
მაგრამ შენს ნათქვამზე სულაც არ გავოცდი
შენი ხუმრობები გულზე მეხატება!
ზოგჯერ გიყვიროდი მერე კი ვნანობდი
თვალების სინაზე შენი მეხმარება
შენ არა ბრაზობდი და მუდამ მწყალობდი
გულში ხარ და ნახვა შენი მენატრება!
ხშირად რომ გხედავდი ლექსებით გამკობდი
ლექსებს რომ იცოდე ცრემლიც ემატება
შენ მომიწონებდი მართობდი მათბობდი
შენგან იწყებოდა ჩემი შემართება!
კიდევ ერთხელ გეტყვი სადა ხარ გამოჩნდი
უშენოდ ცხოვრება მძულს და მეზარება
ვერ ავხსნი ვერ გეტყვი არ ვიცი რა მომდის
უაზრო ბაასი შენთან "მევასება"!