ჩვენო საყვარელო და განუმეორებელო მამა,როგორ დაგვწყვიტე ყველას გული შენ ხომ სიცოცხლე გინდოდა ავთვისებიანმა სიმსივნემ არ მოგცა სიცოცხლის საშვალება ჩვენთვის ყოველთვის ახალგაზრდად დარჩები შვილებს ისღა დაგვრჩენია შენს საფლავზე მოვიდეთ და ვილოცოთ შენი ლამაზი სულის ხსენებისთვის,შენს დებსაც როგორ დაწყვიტე გული,ნათელში ყოფილიყავი ჩვენო მამა
დავასაფლავეთ დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე,
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად მრუმე საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მცხუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი, ვიყავ ცოცხალი,
თუკი სიცოცხლე ერქვა ამ ყოფას
და მაშინ მივხვდი, თუ რა ყოფილა,
თუ რა ყოფილა სულის გაყოფა.
მას მერე ასე უნდოდ დავდივარ -
თითქოს უსულოდ, მიუსაფარი
და არ მცილდება, და არ მცილდება
ვეება სევდა - დედის საფლავი.
ახლაც აქა ვარ, მიწას დავყურებ,
მარტო ვარ და არც არავინ მინდა
და ვით არასდროს მიყვარს ეს მიწა -
ყველა მიწაზე თბილი და წმი