იგავი
ერთ სოფელში ერთმანეთის მეზობლად ორი კაცი ცხოვრობდა.საოცრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.ერთი კეთილი იყო,მოწყალე,სათნო,მოყვარული
მეორე შურიანი,ბოღმიანი,გულღრძო,ბოროტი..
მოკლედ ვთქვათ ასე–კეთილი და ბოროტი.
კეთილს უყვარდა ბოროტი,ებრალებოდა მისი ავყია ხასიათის გამო,ცდილობდა სიკეთისკენ შემოებრუნებინა,სითბო და სიყვარული დაენახვებინა მისთვის,თუმცა არაფერი გამოსდიოდა.
ბოროტს კი სძულდა კეთილი.სულ გესლავდა,ლანძღავდა.შურდა მისი,თუმცა რა შურდა რომ გეკითხათ,ვერ გეტყოდათ,არაფერი გააჩნდა ისედაც კეთილი გულის გარდა.სულ იმის ცდაში იყო რითი გაემწარებინა და გაებოროტებინა,თუმცა არც მას გამოსდიოდა არაფერი.
ერთხელაც გამოეცხადა ორივეს უფლის ანგელოზი და უთხრა:–ნებას გაძლევთ სამ–სამი სურვილი გამოთქვათ და აგ