ძნელია, როცა ღიმილები გაყრია ბაგეს,
რეალურად კი საერთოდაც არ გეცინება.
შანსი, რომ გქონდეს წუთიერად
განმარტოვების,
შეგნებით არა - უნებურად აგეტირება.
ძნელა, როცა გამიზნულად ფიქრობ
წარსულზე,
ფიქრობ და ხვდები ტკივილები შენი
ხვედრია.
გინდა, რომ რაღაც ოცნებიდან მაინც
ასრულდეს,
მაგრამ იცი, რომ ასრულება არ უწერია.
ძნელია, როცა ბედნიერ დღეს ცუდად
ასრულებ,
საკუთარ თავთან მარტო ყოფნის გაშინებს
განცდა.
დილით დანახულ გოგონასგან ღამე
ძილის წინ,
ტკივილნანახი სევდისფერი ცრემლები
დარჩა.
ძნელია, როცა თვალებს ხუჭავ და ვერ
იძინებ,
ვერ იძინებ თუ გამიზნულად არ გეძინება.
ძილბურანშიც კი უნებურად ისე
იფხიზლებ,
დარწმუნდე ვინმე ამაშიც ხომ არ
გეცილება.
ძნელია, როცა ტკივილები წამლავს
მთლიან