აი, ხომ ხედავ - გავიდნენ წლები
და მაინც შენი ერთგული დავრჩი,
ერთგული სულის და არა ვნების,
ქალის კი არა - უმწეო ბავშვის.
და არა ტანჯვით, არამედ შვებით
ისევ დაგეძებ, ისე, ვით მაშინ
და შენი თეთრი, ამაყი მხრები
კვლავ განთიადი მგონია ქარში...
თამაზ ჭილაძე
1965