ის ცრემლი მიყვარს, ის წმინდა ცრემლი,
დედას რომ მოსდის როცა შვილს აჩენს,
ცრემლი ოცნებით გაღვივებული,
შვილს რომ ეცემა როცა თვალს ახელს.
ის გული მიყვარს, ცრემლით გამთბარი,
დედის გრძნობებით გახარებული,
ის გული მიყვარს როცა ოცნებობს,
შვილი გაზარდოს გალაღებული.
იმ საოცნებო წუთების მსგავსად,
როცა სიცოცხლე ამ ქვეყნად მოდის,
იმ უჩვეულო წუთების ფასად,
ბოლო მოეღოს უსაზღვრო ლოდინს.
დრო მიდის ჩუმი, შეუჩერებლად,
შვილი იზრდება, დედა ბერდება,
გული ისევ ძგერს შეუსვენებლად,
მაგრამ დრო მიდის, სუნთქვა ჩერდება.
ის ცრემლი მიყვარს, ჩაფიქრებული,
სევდით აღსავსე მოთრთის სახიდან,
ის ბოლო ცრემლი დედის გულს ათბობს,
სიმწრითნაღვარი შვილის თვალიდან.
ცხოვრება ასე რთულია მხოლოდ,
დედა მიდის და შვილი კი რჩება
➷➹➷➹ ზოგიერთი ადამიანი (ბანაობის) დროს გულიდან ჯვარს იხსნის ვითომდა არ შეურაწყოს.... მაგრამ ეს არ შეიძლება ჯვარი არავითარ შემთხვევაში არასდროს არ უნდა მოიხსნათ და უჯვროთ არ უნდა იყოთ... მამა გაბრიელი ამბობს: ბანაობის დროს ჯვარზე წყალი რომ ესხმევა მას წმიდავს, ჯვარი, ის ხომ ყოვლისშემძლეა..
კვლავ მამა გაბრიელმა ბრძანა: როცა ადამიანი ჯვრის გარეშე გარდაიცვლება ანუ გარდაცვალების მომენტში ჯვარი თუ არ ეკეთება მას დაცემული ანგელოზების გარემოცვაში უწევს ყოფნა..
ამიტომ ნურასდროს ნუ მოიხსნით ჯვარს და სამუდამოთ გეკეთოთ..დღის განმავლობაში ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვები..''უფალო იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი ''.რადგან ამ სიტყვებს დიდი ძალა აქვს..➷➹jenaro ➷➹