...პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ, მეორე თვე- რაღაც ახლის მოლოდინი, მესამე თვე - მოლოდინის გამართლება, მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე. მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება, ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს; მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული , მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს ფორიაქი; მეშვიდეში დრო ვერ გადის, ანდა გადის კუს ნაბიჯით...გულს გითრთოლებს... მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს... ელოდები მის თბილ ხელებს, პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს... მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“ ...
...მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი, მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო... შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით- მთხოვე და... შევძლებ რაც უნდა იყოს!.. შენს გამო დედი,მხოლოდ შენს გამო, ვცდილობ ყველაზე კარგი რომ ვიყო, გაგიმზიანო ყოველი წამი- და შენთან ერთად პეპლებსაც ვსდიო... ვიმღერო როცა არ მემღერება... შენს გამო მინდა სიცოცხლის გზებზე ერთი ათასად სიკეთე ვთესო, რომ არ გეტკინოს,რომ არ შეშფოთდე, რომ არ შეგცივდეს სულზე უთბესო. მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი, მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო... შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით- მთხოვე და შევძლებ რაც უნდა იყოს!..