ჩემი მეგობრების საყურადღებოდ!!!ჩემი სახელით ვიღაც ფულს ითხოვს,თითქოს მე ავარიაში მოვყევი.მეგობრებო ძალიან კარგად ვარ,ჯამრთელი და არანაირი დახმარება არ მჭირდება!!!არ ენდოთ,ვიღაც თღლითია!!!
პრესას, რადიო-ტელევიზიებს, საინფორმაციო სააგენტოებს!!!
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში, ილტოს ხეობაში, ცხოვრობს 84 წელს მიღწეული მოხუცი ქალბატონი - ანა ივანეს ასული წოწკოლაური. ის ნამდვილი გმირი დედაა: გააჩინა, გაზარდა და აღზარდა 6 შვილი (სამი ქალიშვილი, სამი ვაჟიშვილი); ექვსივე შვილს მიაღებინა უმაღლესი განათლება და დააოჯახა; ყავს 15 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. მან საქართველოს 25 შთამომავალი შემატა. მისი მონაგარი კვლავაც გამრავლდება და ყოველთვის იდგება სამშობლოს, ხეობის, სოფლის, გვარისა და ოჯახის სამსახურში.
ქალბატონი ანა წარმოშობით ფშაველია. ის უაღრესად სათნო და კეთილი ბუნების ლამაზი ადამიანია. არის ძალზედ ნიჭიერი, ზეპირად იცის ხალხური საუნჯის არაერთი მარგალიტი, შესანიშნავი მთხრ