სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ რეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.
როგორ ხარ? იწექი?
რამდენ ხანს გეძინა?!
დაგღალე სიცელქით,
სიცელქე გეწყინა?!
შენ ჩემი სუნთქვა ხარ?
რა იყო, არ გჯერა?
ახლოს ხარ, სულთან ხარ-
სხეულის ფანჯრებთან.
რა დროა? სამია?
გავჩუმდე ჯობია?
რა ვქნა ნასვამია
დღეს მარტოობია.
დაგღალე საუბრით?
ხმა რატომ იცვალე?
შეხვედრას გაურბით
ასე რომ ვიწვალე.
მარტო ხარ? მერე რა?
გინდა რომ მოვიდე?
ტკივილი მერევა,
მაგრამ მე მოვითმენ.
სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
სიყვარულს წავლეკავთ.