. . .
სანამ,სხვის ტკივილზე ვდარდობ...
სანამ,სხვის წუხილზე ვწუხვარ...
მანამ შემიძლია,რომ ვთქვა,
აღარ მიცხოვრია უქმად.
ჩემი საფიქრალის მიღმა,
სხვა თუ მეძალება ფიქრად.
ნუგეშს თუკი შევძლებ სხვისას,
მაშინ მეც რაღაცად ვღირვარ...
ჩემსას დავივიწყებ ტკივილს,
სხვას თუ უფრო მეტად სტკივა.
ვნატრობ,რომ გაუთბეს გული,
ვისაც უსაშველოდ სცივა.
სანამ ბოროტება გულში,
წამსაც ვერ აჩერებს მტრობის.
სანამ სიკეთეა სულში,-
მე ეს გაზაფხულიც მყოფნის...
მანამ უფალია ჩემში
და სხვა არაფერი მინდა.
როცა ამ ქვეყნიდან წავალ,
ითქვას, მისი ყოფნა ღირდა!..