17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
დიდმოწამე ბარბარე მეოთხე საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო.
ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
ბარბარეს წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
გილოცავთ გიორგობას
შეგეწიოთ გლახაკთა შემწე, სნეულთა მკურნალი და ქრისტეს უძლეველი მხედარი, დიდი მოწამე გიორგი
მისი მადლი და მფარველობა არ მოგვკლებოდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს
&
"1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა. ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია ამ მეცნიერების ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე; ვახტანგ აბაშიძე; გერმანე გობეჯიშვილი. მეცნიერებმა მიწისქვეშ რაც ნახეს, ეს ნამდვილი შოკი იყო. გერმანე გობეჯიშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა, ერთადერთი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი. როგორც ჯუმბერ ლომინაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია,სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამოდენიმე ათეული წლის უკან, რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული. ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა, ეს ჩას