არ ვუყვარვარ.
-რა იცი, რომ არ უყვარხარ?
-დაგირეკავო და არ დამირეკა.
-შენ ხომ ნომერი გამოცვალე?
-ჰო, გამოვცვალე.
-აბა როგორ დაგირეკავდა?
-გაეკითხა და ეპოვა.
-გაიკითხავდა ჩემი აზრით.
-ჰო გაიკითხა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა არ გაუმხილეს.
-აბა რა გინდა? უყვარხარ ხომ ხედავ.
-არა, რომ ვყვარებოდი..
-რომ ყვარებოდი რა?
-სახლში მოვიდოდა.
-მერე? არ მოვიდა?
-მოვიდა, მაგრამ..
- რა მაგრამ?
-დედამ უთხრა შინ არ არისო,
-აბა რა გინდა?
- რა და...
- რა გინდა მეთქი?
-ფანჯრიდან ვუყურებდი და ვერ დამინახა, რომ ვყვარებოდი, რომ ვყვარებოდი, დამინახავდა.
ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოლს დაელოდა.
ქმარს ესმოდა, რომ ეს ცოტა ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ სურდა სცოდნოდა, რას გრძნობდა მის მიმართ ცოლი. იმედი ჰქონდა, დაინახავდა, როგორ დადარდიანდებოდა ცოლი, დაიწყებდა ტირილს, დარეკავდა ნაცნობებთან...
როცა ცოლი, ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა სახლში, დაინახა ბარათი და წაიკიტხა. რამდენიმეწუთიანი მდუმარების შემდეგ კალამი აიღო და წერილში რაღაც მინაწერების გაკეთება დაიწყო. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თან მხიარულ მელოდიებს ღიღინებდა და ნარნარით ცეკვავდა. უფრო ბედნიერი ჩანდა, ვიდრე დადარდიანებული ან დათრგუნული.
ქმარი გაოგნებული უყურებდა.