ვაი სამშობლოს,როგორ დაეცი, შენივე მშობელს,შენვე აგინეებ? თუკი ,შენ არ სცემ,შენს დედას პატივს, არ გაგიკვირდეს,ხვალ სხვა გაგინებს. განა ამისთვის გაწოვა ძუძუ, მოიხსენიო ,უგნურო ბილწად, მას ურჩევნია,ათასჯერ მოკვდეს, ვიდრე ესროლო,ტალახი წმინდანს. მუხლზე დამდგარი სვავ სადღეგრძელოს, თვალზე განცდისგან,გდის ცრემლი უხვად, სუფრიდან გახვალ და გულმოსული დედას აგინებ ბილწად და ურცხვად. მითხარ იწამებს,კიდევღა ვინმე რომ,შენთვის დარჩა რაიმე წმინდა. ცხრა თვე ამისთვის გატარა მუცლით, დღეს აგინებდე ,ძვირფას ხატს მშვიდად. რამდენი ღამე გითია თეთრად, როცა პატარას გტკიოდა რამე, შენ კი,უგნურო,რას ამბობ გესმის? არ ,უფიქრდები რა მოაქვს ,ხვალეს. იცი ისმენენ შვილებიც შენი გაიმეორებს პატარა უცებ, ქვევრს,რას ჩასძახებ,უკან