წვიმამ იცის ფიქრები,გულის კარში შეღწევა, დაგიგულებს მარტო და უეცრად გეწვევა,, არა ჩემო მეგობარო, აღარ მინდა ოცნება, აღარ მინდა ქონება, არც არავის მონობა, ის კი ნუ გეგონება, რომ ჩემიდან გაგაგდე, ის კი ნუ გეგონება, თითქოს ჩემში დაგმარხე,
აღარ მინდა ფიქრები, ვისთვის როგორ ვიქნები, ვინ როგორად ჩამთვლის და ვის არ მოვეწონები..
აღარ მინდა სიტყვები,თქვენ სიტყვებით მშვიდდებით, მე სიტყვებით ვმცირდები...
გულის კარი ჩავკეტე, აღარ დამეფიქრებით..
ხალხის აზრი დანა, ყოველ ჯერზე დაგჩეხავს,ვიცი რომ სჯობს ღიმილი, ამ ყველაფრის დაწერას, მაგრამ დარდით ვაკავებ ამ ნაწამებ სიცოცხლეს, დარდი თუკი გავუშვი, მერე ვეღარ ვიცოცხლებ.
არავის წინაშე დაიჩოქო, გარდა ღმერთისა!.მეგობრად ის მიიღე, ვისაც სურს ერთგულებას ძეგლი დაუდგას!.თუკი ვინმე ცუდად მოგექცა, არ შეიძულო, შეიბრალე, რადგან დაგკარგა!..გული თუ გეტკინა არ გაბოროტდე, ალბათ ასე იყო საჭირო!...როცა გტკივა, რაღაც, და ნოსტალგია ბოლოს გიღებს, დაფიქრდი, რატომ გტკივა ,რატომ იქცა რაღაც ძვირფასი, ნოსტალგიად და ფიქრის ბოლოს მიხვდები, რომ დასაკარგი უნდა დაიკარგოს!.......