ვისთან ერთადაც არ უნდა იყო როგორ ბედნიერადაც არ უნდა აჩვენებდე თავს, ყოველთვის გამოგეპარება მზერა ჩემსკენ... ყოველთვის გაგეღიმება, როცა საყვარელ სიმღერას მოისმენ სადმე... ყოველთვის შეხვალ მის პროფილზე ვინც დამიწერს რომ "'ვუყვარვარ'" და შეამოწმებ, ისე არაფრის გამო... ყოველთვის როცა მოგონებებზე და ძველ დროზე ჩამოვარდება საუბარი, გაგახსენდები მე და ვიცი გულის სიღრმეში ინანებ... მიხვდები, რომ გენატრება ის დრო, მაგრამ ისიც ვიცი რო ამას აღარასდროს აღიარებ... ყოველთვის ვიგრძნობ იმ დაჟინებულ მზერას, როცა გვერდით უსიტყვოდ ჩაგივლი და ყოველთვის შემადარებ მას, ვინც გეყოლება გვერდით... შეიძლება ჩემზე უკეთესი იყოს... უარესიც... მაგრამ ჩემნაირი ვერასდროს იქნება!! ვერასდროს ეყვარები ისე, როგორც მე მიყვარდი.