. . .
მკვლელიც რომ იყოს,შვილზე მაინც ვერ იტყვი უარს,
ის "ცუდი შვილი"-თავის მშობლის საფიცარია.
ნუ განვიკითხავთ და ადვილად ნუ გავიმეტებთ-
დედა-შვილობა ზე-გრძნობათა სალოცავია...
გზასაცდენილი,ლოთი,მრუშიც-სხვისი შვილია,
მას თავის დედის ტკივილი და ლოცვა იფარავს.
შვილის სიყვარულს ვერაფერი გადაუდგება
და მიტევების ძალას მშობლის გული ინახავს!.
ყველას თავისი შვილი უყვარს,რაოდენ ცუდიც...
სხვის უკარგეს შვილს ურჩევნია,თავის ცოდვილი...
შვილს ვერვინ შეცვლის,სამუდამოდ შეუცვლელია,
და ამიტომაც არ ითქმება შვილზე-"ყოფილი"...
სულ ყველა დედას თავის შვილის წინსვლა ახარებს,
უნდა აბაროს ქვეყნად ყველამ თავის გამოცდა.
და არშემდგარი ცხოვრებისთვის ნუ განვიკითხავთ,
ჩვენ ხომ არვიცით რად დაუჯდათ ეს და რა მოხდა...
ნუ ვე