დედას არ ატკინო გული გეხვეწები,
მის თვალს ცრემლიანებს,თვალს ვერ გაუსწორებ...
დედას გულგრილობას ნუღარ აგრძნობინებ,
მხოლოდ სიყვარულით ხელი დაუკოცნე...
ზოგჯერ გაბრაზდება,ზოგჯერ გაგიწყრება...
გულისტკენა დედას მალე ავიწყდება...
როცა დაბერდება,გული გეტკინება-
სულში მწუხარების განცდა ჩაგიდგება.
დედას მოეფერე,მისი ხელის სითბო,
უკვდავებასავით უნდა გამოზოგო...
უნდა გაახარო,უნდა გააღიმო,
უნდა დაიფიცო...თავი არ დაზოგო...
დედა არაფერს გთხოვს,შენი კარგად ყოფნა,
სხვა მას არაფერი არ სურს ქვეყანაზე.
დედას ჩაეხუტე,სულზე მოეფერე-
აღარ დაიშურო სითბო და სინაზე...
თურმე ტკივილია,დიდი ტკივილია,
როცა ხედავ დედა როგორ გიბერდება,
რაც დრო გადის მეტად გეთბილება,
რაც დრო გადის მეტად გიყვარდება!
დედა,ჩემი დედა,ჩემი დედი!
მიყვარს შენი ქარიშხალი,...
შენს თვალებში მარტის ძებნა...
მოლოდინი გაზაფხულის ...
მიფეთქდება ნება ნება...
შენ ჩემი ხარ,..
ვით ავდარი გაზაფხულის საკუთრება...
შემეყარა დიდი სენი...
მიჭირს გულის განკურნება....
გრძნობას შიშველ ხელებივით...
ვაფათურებ აქეთ იქით...
იქნებ სადმე მოგიპოვო...
არგაგიშვა ამას იქით...
გარეთ თუმცა ქარიშხალი...
მარტის დღეებს ედავება...
შიგნით სადღაც გაზაფხული...
სახვალიოთ ემზადება ...
როგორ მიყვარს შენს თვალებში...
დაკარგული ვპოვო დილა...
მზეს ბოდიში მოვუხადო ...
ცას შევთხოვო დიდი წვიმა...
ტუმცა მარტი შენებრ მარტობს...
ვერაყვავდა ჯერაც ვარდი...
მინდა გითხრა ; ღმერთს ვფიცავარ...
სიგიჟემდის შემიყვარდი..