ეხლა შემოგთავაზებთ, უგემრიელესი ფახლავას რეცეპტს..
ფახლავა
300 გრამი კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 5 ჭიქა ფქვილში. კარგად დავზილოთ, ცალკე თასში სოდასთან ერთად, ამ მასას ძმრიანი მაწონი დავასხათ. შევურიოთ 3-4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. ეს ყველაფერი კარგად გადავზილოთ. ცომი უნდა იყოს ისეთი, რომ თხლად იშლებოდეს. ცომი გავაჩეროთ 20 წუთი. მანამდე გავაკეთოთ გულსართი.
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე, რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა. შევურიოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი ცოტ-ცოტაობით, და ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ 2 ჭიქა გატარებული ნიგოზი
ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად. თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. მერე დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა, გადავუსვათ გულსართი (მოვაყაროთ ქიშმიში სურვილისამებრ) მერე დავაფინოთ მეორე ფენ
ტორტი “შარლოტა”
დიასახლისებო ეს არის ძალიან გემრიელი ტორტი, რბილი, ჰაეროვანი, ყავის არომატით, გასინჯეთ ძალიან მოგეწონებათ.
ინგრედიენტები მითითებულია დიდი ზომის საცხობი ფორმისთვის, შეგიძლიათ შეამციროთ ორჯერ თუ უფრო პატარა ფორმაში მოამზადებთ.
ბისკვიტი:
კვერცხი 12ც
შაქარი 2ჭ
ფქვილი 3ჭ
სოდა 2ჩ/კ ლიმნის წვენით ან ძმრით
თაფლი 3ს/კ
კაკაო 1ს/კ
ხსნადი ყავა 1ს/კ
ვანილი
კაკაო 1ს/კ
კრემი:
სგუშონი 1ქილა
მოხარშული სგუშონი 1ქილა
კარაქი 300გრ
ვანილი
ხსნადი ყავა 1ს/კ
შოკოლადი და თხილი მოსართავად.
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ ცილა მყარი ქაფის კონსისტენციამდე, შევურიოთ შაქარი თან გამუდმებით ვთქვიფოთ, შემდეგ სათითაოთ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, შემდეგ დავამატოთ სოდა + ლიმნის წვენი (ან ძმარი), თაფლი და თან