რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს ?
ალბათ დედაა უფრო მთავარი,
მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს,
მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი;
თითქოს მკაცრია,ერთი შეხედვით,
ცრემლს არ განახებს,მოგერიდება,
მაგრამ მამის გულს თუ შეეხები,
იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება;
მამის თვალები,მზრუნველ ფიქრებად
ჩუმად,უთქმელად გვფარავს და გვიცავს.
და როცა ერთხელ აღარ იქნება,
მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას;
ეჰ,მამას აწი ვინ გამიცოცხლებს?
რა დამრჩენია,ვინატრო უნდა.
გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს,
რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც;
სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში,
სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი,
მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში
და პატიება ვევედრო წრფელი;
ეჰ,გვიანია სიტყვები ნაზი,
ის დამრჩენია,ვეფერო საფლავს.
სინანულს მხოლოდ მაშინ