მენატრები!
დღემდე არვინ მყვარებია მე შენს მეტი,
არც მინახავს სიყვარული ნამდვილი.
შენს გამოა, რომ დავდივარ ასე კენტი,
ვერ შევძელი ასრულება წადილის.
შენთვის ალბათ ადვილია მონატრება,
მოდი აბა და მე მკითხე, რას ნიშნავს.
დავემალო? როგორ შევძლო მოფარება
ფიქრებს უკან, უშენობა გულს მიკლავს.
მენატრები! - ცის კიდემდე გავყვირივარ,
ვერც ექოთი მოგაწვდინე
ჩემი ხმა.
თვალზე ცრემლს რომ ვეღარ ვიშრობ
და ვტირივარ
ჩემს ნატვრაზე— სურვილებიც შემიხმა.
ოცნებები გამიფრინდა, სად
არ ვეძებ,
დრო დროს მისდევს, წელიწადი
წელიწადს.
უშენობამ გამათეთრა, მაინც გეძებ,
შენს გარეშე სიხარული არც
კი მწადს.
ყველა გრძნობა დაილია, დაიშრიტა,
ზამთრის სუსხმა წააფარა საბანი.
გულში სისხლი წვეთწვეთობით
დაიწრიტა,
დამავიწყა სასაუბრო საგან
ენერგეტიკული ჰიგიენის წესები:
1. არ იურთიერთოთ უსიამოვნო და უინტერესო ადამიანებთან. ეცადეთ, მათი ყურადღება არ მიიქციოთ, არ ჩაერთოთ პოლემიკაში. ნუ გაუკეთებთ სიკეთეს მათ. ეს არც მათ არგებთ და თქვენ სასიცოცხლო ძალებს საგრძნობლად შეამცირებს.
2. ხალხმრავალ ადგილებში, თუ ეს შესაძლებელია - ნუ დადგებით უცხოებთან ზურგის მხრიდან, მინიმუმ 10-15 სმ-ის მანძილზე. გახსოვდეთ, რომ ხერხემლის გასწვრივ ენერგეტიკული ღერძი გადის და მარტივად მიიკრობთ სხვის ცუდ ენერგიას. კარგი იქნება სუნამოს მაგივრად ცოტაოდენ ევკალიპტის ან მიხაკის ეთერზეთს თუ იპკურებთ.
3. როგორი მშიერიც არ უნდა იყოთ, არ ჭამოთ ავადმყოფი, დაღლილი, გაღიზიანებული ან თქვენდამი ცუდად განწყობილი ადამიანის მიე