მე შენ მიყვარხართქო ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო,ფიქრი გამირთულე
ჭირსაც წაუღია სხვები
მე შენ მიყვარხართქო ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს
გული გამომექცა ვეღარ შევაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს
მე შენ მიყვარხართქო ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა
მე შენ მიყვარხართქო ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომ მაძლიონ მაინც არ ავიღებ
გული შეეჩვია ოქროს.
“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”