ობოლი
მატოდ მარტოა ობოლი
ზის და ქვითინევს მწარეთა
მამა შინ არ ჰყავს საბრალოს
დაც გამოსულა გარეთა
გული ელევა საბრალოს
დისა და მამის ლოდინში
ვერც კარი ჩაუკეტია
ვერც ჩაწოლილა ლოგინში
ღამეა ქარი გრიალევს
ფინია ყეფავს კარზედა
შიშით პატარა გოგონას
ცრემლი ჩამოზდის თვალზედა
სად დაიკარგე სად წახველ
ვისთან იყავი დედაო
შვიდი ღამეა მშიერი
ვიძინებ ზედიზედაო
შიმშილით კუჭი მეწვება
სახე მეცვლება ფერითა
რასაც ვჭამ ისიც სავსეა
ნაცარითა და ფტვერითა
ნურსად ნუ წახვალ დედიკო
შენ თვალებს ვენაცვალეო
თუ მეზობლებთან წახვიდე
მეც შენთან წამიყვანეო
იძინე ჩემო პატარავ
იძინე ტკბილი ძილითა
კვლავაც გულ დამშვიდებულსა
გაგეღვიძება დილითა
ცხადად ვერ ნახამ დედასა
ვერ ჩაეკრობი უბეში
გკლი კ