მითხარი რა ვქნა მზისფერო...
შენი სახელის გაგონებისას ამ გულის ფანცქალს რა მოვუხერხო?
არ მავიწყდები,
ვერ მავიწყდები...
ცხოვრება მიდის თავისი რიტმით,
მე ვერ ვეწევი და რაღაცას მივტირი...
თითქოს და აღარ, მაგრამ მაინც არ მავიწყდები...
ვერ მავიწყდები...
• წერილები შენთვის •
* * * * *
წუხელ თითქმის, მთელი ღამე წვიმდა,
წვიმის წვეთებს თან მოჰქონდათ დარდი,
ზეცა ტკივილს სულ ცრემლებად სცრიდა,
მოჰყვებოდა წვიმას შენი ლანდი...
გამედარდე, ამერია ფიქრი,
მეგონა, რომ ჩემს სულშიაც წვიმდა,
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი,
ნეტავ შენც თუ დაგასველა წვიმამ?
და უკრავდა ზეცა სევდის ნოტებს...
თითქოს წვეთებს ფერიც სევდის ჰქონდა,
მე კი ისე ძლიერ მომენატრე,
გული ისევ შენთან ყოფნას მთხოვდა...
წუხელ წვიმა მიყვებოდა ამბავს,
ერთ გოგოზე ოცნებებით სავსეს,
რომ ცხოვრებამ, როგორ დაუმსხვრია
ყველაფერი, ოცნებობდა რაზეც...
მე ის გოგოც შემეცოდა გულით,
მისი დარდიც მივიტანე გულთან,
რა ქნას თუკი მონატრება ჯობნის,
რა ქნას თუ კი ისევ შენთან უნდა...
თუ მარტოა, თავის დარდთან ისევ,
თუ დაედო სიმარტო