ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,მომნატრებიხარ დედი... წუხელ სიზმარში გნახე,ხელი შემეხო შენი, სიმშვიდე ვიგრძენ სულის,თავი მეგონა ბავშვი, უმალ დაწყნარდა გული.ხმადაბლა მკითხე, ჩუმად - ხომ არ გიჭირსო რამე?...თვალზე მედინა ცრემლი და დაგიმალე სახე...როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები...ხელი შემეხო შენი და შემიმშრალა ცრემლი.თბილად მიმიკარ მკერდზე...მითხარ! შეიშრე ცრემლი..დედა არ ტოვებს შვილებს ...უფლის წყალობით გშველით... ნუ დაივიწყებთ დედებს ...დედებს არ ავიწყდებით... გახსოვდეთ დედის სითბო .....დედის ნატანჯი წლები..დედა არ ტოვებს შვილებს..მუდამ ლოცვებით გშველით..დედის გულს გაუფრთხილდით სანამ ამ ქვეყნად არის...დედა სიცოცხლის წყარო და სიყვარულის მთქმელი.....