როგორი იყო? აბა, რა ვიცი... ასე ამბობენ _ჰქონდა წვერები. ორი ათასი წელი განვიცდი... ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი: როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!_ ცოტათი მაინც მორიდებოდა.... მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა... არადა კოცნის, არადა ჰყიდის... იცის, მოკლავენ, -- განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?! თავის სიმცირეს ვერ მოერია .... ისტორიაში დარჩა იუდა!_ დღესაც აქ არის, არ გაიგუდა..