როგორ შესძლებ ულოცველად
შენ თუ ღმერთი გულში არ გყავს,ნუ ეცდები სხვებზე ზრუნვას, სხვისი რწმენით ვერ აღადგენ ,მკვდრეთით აღმდგარ ქრისტე უფალს.
ულოცველად როგორ შესძლებ ,დაცემულის გადარჩენას ,უფალს შენი მაშინ ესმის, როცა შენში სათნოს ხედავს.
უძლური და გაყინული ვერ იპოვი სულში შვებას, უშრომელად ნუ დაიწყებ შენი მოძმის დარიგებას.
როცა გონი ნათელი გაქვს, არ აჰყვები ბოროტ ვნებას, ღირსეულად აღასრულებ ღვთის მოცემულ უფლის მცნებას.
ჭეშმარიტი ლოცვით შესძლებ , სნეულების გამოკვებას, სიყვარულით გააღვივებ მათ სულებში უფლის რწმენას.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა, არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.
ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის თავს საქართველოში...
ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გასაცილებლად. ყველაფერი იქნება ნაჩვენები ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ, საქართველოში ჩამოვიდნენ.
საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულ