ქალბატონო, ვიცი რაზეც ფიქრობთ ახლა
შემოდგომამ ვერ ჩააქრო ცეცხლი გულში,
მერე რა, რომ ამ ცხოვრებამ ჩაიარა
სიამაყით, ქედმაღლურად სიარულში.
ქალბატონო, დრო მკურნალი არ ყოფილა
ვერ უშველა სინანულის აგონიას,
თუკი ერთხელ გზები ორად გაყოფილა
მათი ისევ შეერთება არ მგონია.
ქალბატონო, ეგ თვალები ნაღვლიანი
ისევ მწვავს და მოგონების მითევს ღამეს,
განა ყველა წითელ ღვინით მთვრალი არის
რომ ითვლიდეს უშენობით გავლილ წამებს.
ქალბატონო, მომისმინეთ, გევედრებით
გულს ახალი იარები არ სჭირდება,
შემოდგომის ღამეებში შეხვედრების
არ გცოდნიათ დამალვა და გაფრთხილება.
ქალბატონო, განა ცრემლი შეცვლის რამეს?
განა ქარი ხეზე ფოთლებს შეატოვებს?
როცა ღამეს გათენების უთვლი წამებს
ალიონი შენს სინანუ