თანახმა ვართქო მეც გითხარი და
მას შემდეგ სახლის ერთი გვაქვს ჭერი,
ერთად აკლდება კალენდრის ფურცლებს თარიღები და ფერადი წლები.
მე შეგისწავლე,
შენც შემიცანი,
ზოგჯერ რთულია იყო ერთფერი!
ჰოდა, ჩვენც ასე ხშირად უსიტყვოდ - თვალებით ვამბობთ სათქმელს, მზერებით...
ზოგჯერ ვკამათობთ,
მე ვიბუტები - შენც მიმიხვდი და აღარ მერთვები, ფიქრობ რომ ისევ გადამივლის და გულთან მეასედ შემოგეკვრები...
ფანჯრის რაფებზე ჩამოვდგით სითბო,
მე სულ წყალს ვუსხამ, სულ თავს ვევლები,
თვალთან კი მაინც შემოგვეპარა ნაოჭებივით წვრილი ნემსები...
ამ ნაოჭებმაც თითქოს გაგვზარდა,
ჩვენ ახლა შვილის მზერით ვთენდებით
და უფრო მეტად შემოგვეყვარა:
სახლი, ნივთები, ზოგჯერ ლექსებიც....
თანახმა ვართქო გითხარი მეც და
მას შემდეგ ასე გადის დღეე