შემოგთავაზებთ სასარგებლო გოზინაყის რეცეპტს :)
თითქმის ყველა რეცეპტი რაც კი მინახავს და უსწავლებიათ, ყველაში წერია ადუღებული თაფლი,მაგრამ ალბათ იცით, რომ თაფლი როგორც კი ადუღდება, თავის ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს და კარცეროგენული ხდება. ზუსტად არ მახსოვს ვინ მასწავლა,მაგრამ როგორც კი ეს მითხრეს ჩავიწერე და შარშან მოვამზადე.გემომ მოლოდინს გადააჭარბა. მენდეთ, ძალიან გემრიელი და სასარგებლო გოზინაყი გამოგივათ. სასურველია შეარჩიოთ ცაცხვის თაფლი ან რომელიც გნებავთ ღია ფერის თაფლი.
1 წილი თაფლი
4 წილი დაჭრილი ნიგოზი
(იგულისხმება ასარწყავი ჭურჭელი და არა წონა)
სქელძირიან ტაფაში ან ქვაბში (ფართო, დაბალი) ჩავასხათ თაფლი, ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდოთ და გვერდიდან მივადოთ ხელი, ვურიოთ ხის კოვზით. ტ
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი,ძვირფასო,შენთან.... და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი... თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა... თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი... დამპირდი,ჩემო, დამპირდი,რომ მატარებ ფიქრად... რომ მოგონებად გადამაქცევ ,რომ ცრემლად დამღვრი... რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ,ხან კი ღიმილად... რომ შემიფარებს შენი სული,სიშორით დაღლილს... რომ შენს თვალებში ჩამასახლებ...შეუცნობ დარდად... რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ,კარგო, და მე არ მინდა სხვა იმედი,იმ ერთის გარდა... რომ შენ არასდროს,რომ არასდროს...დამტოვებ მარტოს...
"ყარაყუმის ტორტი"
ეს ისეთი ნამცხვარია აი პირში რომ დნება და უცებ ქრება თეფშიდან
მოკლედ 3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი "დაჩა", 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ ჟარონაზე რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკო