Предыдущая публикация
ეგრე სადა წერია?
ჩემი გული შენ გაჩუქე
ახლა შენი ჯერია.
მოიწერე როგორა ხარ
მოწყენილი არ იყო...
სუ, სუ მალე გინახულებ
სიყვარული გავიყოთ
თორემ უკვე ცუდათა ვარ
რაღაც უცხო სენითა
მგონი ბევრი ფიქრითა და
მგონი უფრო შენითა...
მართლა მაგრად გამაბრაზე
გადამრიე ოცნებით
შენ ჯავრს მერე ამოვიყრი
როცა დაიკოცნები.
შენი აღარ გეგონება
თვალები და ხელები
ისე მაგრად ჩაგიხუტებ
ისე მოგეფერები.
მინდა ჩვენზე ჭორაობდეს
ყოველღამე ქუჩები
ტუჩზე უნდა დავიწებო
ეგ ბუტია ტუჩები...
აუ, როგორ მენატრება
შენთან ყოფნის წუთები...
კარგი ახლა გავჩუმდები
სანამ გაიბუტები...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев