გულის კარს ადვილად ნურავის გაუღებ, ნურვის ჩაახედებ შენ სულის სიღრმეში, ბოლომდე, ხასიათს ვერავის გაუგებ, თავს ნუ დაიტანჯავ ეჭვიან ფიქრებში. ყველასთან მოზომე სიტყვები სათქმელი, ცბიერი ღიმილის არასდროს გჯეროდეს, ხანდახან ცხოვრება თუმც არის დამღლელი, იბრძოლე, იმედი არასდროს ქრებოდეს. ზედმეტად ნურავის თავსაც ნუ დაუხრი, სიკეთის კეთებას გვასწავლის უფალი, უმადურს ყოველთვის სიმკაცრით დაუხვდი, გზაზე დააპურე მშიერი, მწყურვალი. ცხოვრების კალენდარს დღითიდღე აკლდება, ხან სიხარულის და ხან ცრემლის ფურცლები, ეცადე, იდარდო, იცრემლო ნაკლებად, იყავი უნიღბო და სახეუცვლელი. წამია სიცოცხლე, შენ-სტუმრად მოსული, ამ წუთისოფელში სამართალს ვერ ნახავ, სამყარო შურით და ბოღმისგან მოცული, გახსოვდეს, შენ სახელს ნურასდროს შე