შენი სამშობლო - ეს არის!
ქართულმა ფილმმა ,,შინდისი'' ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი აიღო!
აი, რა ფილმმა უნდა წარადგინოს ქართველი ერი და საქართველო ,,ოსკარზე'' და მთელს მსოფლიოში!
აი, როგორები არიან ქართველი მგლები - ქრისტეს მარადიული მხედრობა, ათასწლეულებია, არაადამიანური ძალისხმევითა და საარაკო სიმამაცით რომ ეწირებიან ღვთისმშობლის წილხვედრი მამულისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის!
დიდება გმირებს!
+ + +
შენი სამშობლო - ეს არის!
უფლისა მადლი გფარავდეს,
ქართველო, ჯიშით უდრეკო,
შურით გიცქერის სამყარო -
უძმო, უმამო, უდედო!
ვაჟავ, ქართველო სისხლითა,
ფშაველამ გაქო - ზვიადი,
შოთამ ვეფხისა ტყავითა,
შეგმოსა გმირი დიადი!
სამარგალოში ტკბილ ,,ნანას",
ცოტნეს, გიმღერის დედაო,
იმერ