Tamaz liparteliani
შემციცინებდა თვალებში,
ქალი ვნებებით აღვსილი,
სულში დაიწყო თარეში,
გახდა ცხოვრების ნაწილი.
ფეხდაფეხ მიმომყვებოდა,
ღელავდა ვით ზღვის ტალღები,
ცდუნება სძლევდა, ცდებოდა, -
ბედნიერი ვართ მამრები.
სტუმრად წამომყვა ღვინო სვა,
ბახუსი ღვთით დალოცვილი,
სიმთვრალემ გაათამამა,
ჩუმად მაკოცა ქოშინით.
ვერ მოვითმინე სიშმაგით,
ზედ დავეკონე მის ტუჩებს,
ვნებებაშლილი ვკოცნიდი, -
ღმერთმა შეგვინდოს სიმრუშე.
გავიძვრე ძვირფასი პალტო,
დავუგე დიდი ალერსით,
არც მდელო იყო მთლად სანდო,-
პირბასრი რკინის ნახერხით.
ცა იყო ვარსკვლავიანი,
მდელო თვალით არ ნანახი,
ჩვენც იქვე დავგორიალდით,
ვაშვრეთ ნამი და ბალახი.
არ გაგვიგია ტკივილი,
პირბასრი ნაწილაკთაგან,
ან ვის ეცალა იმისთვის,
ჩავდავიწყების ხანძართან.
როს