რწმენის გარეშე ფუჭია კეთილი საქმეც და გულის სისუფთეც!
მორწმუნეთა დედამ აიშამ (რ.ა.) შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა:
ალლაჰის შუამავალო! იბნი ჯუდ'ანი ჯაჰილობის ხანაში ნათესავებს მხარში ედგა, ღარიბებს აპურებდა. იმქვეყნად მიიღებს თუ არა ამის სანაცვლოდ სარგებელს?
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე უპასუხა:
არა, მის მიერ ნამოქმედარი სიკეთეები მას ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს, რადგანაც მას ერთ დღესაც კი არ უთქვამს, რომ ღმერთო განკითხვის დღეს ცოდვები მსპატიეო. (მუსლიმ, იმან 365 (214)
იმამი ნავავიმ საჰიჰი მუსლიმის განმარტებაში ეს ჰადისი განიხილა შემდეგი სათაურის ქვეშ:
"მტკიცებულება იმისა, რომ ვერცერთი კეთილი საქმე ხეირს ვერ მოუტანს იმას, ვინც ქააფირად გარდაიცვალა", სადაც ასეთნაირ განმარტებას უკეთებს აღნიშნულ ჰადისს:
"ჰადისი გვამცნობს, რომ ვინც ქააფირად გარდაიცვსლა, მას ნათესავების მხარში დგომა, ღარიბების დაპურება და მსგავს კეთილი საქმეები ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს." (იმამი ნავავი, მინჰაჯ, საჰიჰი მუსლიმის განმარტება, 3/82)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев